რუსეთში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი კემეროვოს ოლქში მოხდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, „ელ-410“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ტანაის აეროდრომზე ეშვებოდა, როდესაც ერთ-ერთ ძრავს პრობლემა შეექმნა და თვითმფრინავი ხეებს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში პარაშუტისტები იმყოფებოდნენ.

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი გამართული იყო და დღის განმავლობაში ეს მისი მეოთხე გაფრენა იყო. ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანება 15-მა ადამიანმა მიიღო.