რუსეთში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
FILE In this file photo taken on Tuesday, April 20, 2021, A security staff patrols the U.S. Embassy in Moscow, Russia. Today was the last day of work for all locally employed staff at the US embassy in Moscow, which is a big blow and a sign the Russians aren't willing to back down even after Biden-Putin meeting in Geneva last month and Sherman-Ryabkov in Geneva earlier this week. (AP Photo/Pavel Golovkin, File)
რუსეთში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს ვებგერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის დიდ ქალაქებში დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემთხვევაში შტატების მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები უნდა დაიცვან და თავშესაფარი მოძებნონ.
„უპილოტო საფრენი აპარატების ან დრონების თავდასხმები და აფეთქებები მოხდა უკრაინის საზღვართან, ასევე, რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, ყაზანსა და სანკტ-პეტერბურგში. საგანგებო შემთხვევაში უნდა მიჰყვეთ რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს და მოძებნოთ თავშესაფარი. უპილოტო საფრენი აპარატის ან დრონის დანახვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაადგილდით და საჭიროების შემთხვევაში მოძებნეთ თავშესაფარი. არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ და არ გადაუღოთ ფოტო უპილოტო საფრენ აპარატს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს ან უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებულ საგნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საელჩო აცხადებს, რომ რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სურათების. ისინი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ კანონის დარღვევამ, შესაძლოა, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.
„აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ვურჩევთ და მკაცრად ვახსენებთ, რომ არ იმოგზაურონ რუსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში.