რუსეთში აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევეს
რუსეთში აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევეს

რუსეთში აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევეს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის საგარეო უწყებაში მივიდა რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი.

სამინისტროში მას გადასცეს რუსეთის პასუხი იმ მოთხოვნებზე, რომელიც აშშ-მა მოსკოვში გააგზავნა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ჯონ სალივანი რუსეთის საგარეო უწყებაში სულ 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

აშშ-ში რუსეთის ელჩის მოადგილე ბარტლ გორმანის გაძევების გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოში უსაფუძვლო უწოდეს.