რუსეთში აშშ-ის ელჩი - თუ რუსეთი აშშ-სთან უკეთეს ურთიერთობას იმედოვნებს, მსოფლიოს მასშტაბით დესტაბილიზაციური ქმედება უნდა შეწყვიტოს
რუსეთში აშშ-ის ელჩი - თუ რუსეთი აშშ-სთან უკეთეს ურთიერთობას იმედოვნებს, მსოფლიოს მასშტაბით დესტაბილიზაციური ქმედება უნდა შეწყვიტოს

თუ რუსეთი აშშ-სთან უკეთეს ურთიერთობას იმედოვნებს, მსოფლიოს მასშტაბით დესტაბილიზაციური ქმედება უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ხმელთაშუა ზღვაში, ამერიკული ავიამზიდების ერთობლივი ოპერაციის მიმდინარეობისას განაცხადა. ჯონ ჰანთსმენის თქმით, თითოეული ავიამზიდი საერთაშორისო დიპლომატიის ასი ათას ტონას წარმოადგენს.

„დიპლომატიური კომუნიკაცია და დიალოგი, ავიამზიდების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი თავდაცვით არის რუსეთის მიმართ დემონსტრირება, რომ თუ ნამდვილად სურს აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დესტაბილიზაციური ქმედება უნდა შეწყვიტოს“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის ავიამზიდები, აბრაამ ლინკოლნი და ჯონ სტენისი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ.