რუსეთში აშშ-ის ელჩი  მოსკოვს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს
რუსეთში აშშ-ის ელჩი  მოსკოვს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს

რუსეთში აშშ-ის ელჩი  მოსკოვს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.

ცნობილი ხდება, რომ ჯონ ჰანთსმენმა რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო უწყებაში წერილი გაგზავნა, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებას სირიის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, სანქციების დაწესების შესახებ აფრთხილებს.

ჟურნალისტების ცნობით, წერილის პირველ ნაწილში საუბარია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაგეგმილი ძალისმიერი ოპერაციის შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში ამერიკელი დიპლომატი ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ საუბრობს.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაციას Twitter-ით ავრცელებს Atlantic Council-ის ექსპერტი ბრაიან ოტული. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ თეთრი სახლის მიერ პრესისთვის მომზადებულ მასალაშია საუბარი.