რუსეთში, არხანგელსკის ოლქში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
რუსეთში, არხანგელსკის ოლქში შიესის სადგურთან ნაგავსაყრელის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერს, სამართალდამცველებმა აქტივისტების იმ ადგილიდან განდევნა დაიწყეს, სადაც სამშენებლო მასალები უნდა ჩამოეტვირთათ. დაპირისპირების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, კიდევ ერთი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
არხანგელსკის ოლქის მცხოვრებლები შიესის რკინიგზის სადგურთან ნაგვის პოლიგონის მშენებლობას 2018 წლიდან აპროტესტებენ. ნაგავსაყრელზე მოსკოვიდან და სხვა რეგიონებიდან ნარჩენების მიტანა იგეგმება.