რუსეთში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიერ გაშვებული 1 478 დრონი და „ფლამინგოს“ ტიპის ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული 1 478 დრონი და „ფლამინგოს“ ტიპის ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ასევე გაანადგურეს 14 მართვადი საავიაციო ბომბი და ამერიკული წარმოების HIMARS-ის ერთი რაკეტა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმას წლის დასაწყისიდან ყველაზე მასშტაბური უწოდა.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქისკენ მიმავალი 600-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
პარალელურად, უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო თავდასხმების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, რვა ადამიანი, 39-ზე მეტი კი დაშავდა.