რუსეთს მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა
რუსეთს მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმა მოიერიშე დრონებით განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიებში ცეცხლი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული სავაჭრო ცენტრი კრივოი როგის ცენტრში მდებარეობს.
„ხანძარი მძვინვარებს და, როგორც ჩანს, ბევრი დაშავებულია. დაიწყო სასწრაფო სამაშველო ოპერაცია“, – განაცხადა ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა.