რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი
რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი

რუსეთმა ზაპოროჟიეზე გვიან ღამით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.

საჰაერო განგაში იყო კიევშიც.

რუსული ძალების მიერ დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო კიევში მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.