რუსეთმა უკრაინის სამხრეთში თავდასხმა ირანული კამიკაძე დრონებით განახორციელა
რუსეთმა უკრაინის სამხრეთში თავდასხმა ირანული კამიკაძე დრონებით განახორციელა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან 405-ე დღეა. უკრაინული მედიის ცნობით, გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე ირანული წარმოების კამიკაძე დრონებით თავდასხმა განახორციელა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონიდან უკრაინის ძალებმა 14 გაანადგურეს.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. ოდესის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა ერთ-ერთ საწარმოზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სამსახურების მიერ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. არსებული ცნობებით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.