რუსეთმა უკრაინის სამხედრო ტვირთის გადამზიდ გემებზე დრონებით იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინის სამხედრო ტვირთის გადამზიდ სამ გემზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური უწყების ცნობით, გემები სამხედრო ტვირთის უკრაინის შავი ზღვის პორტებში გადასატანად გამოიყენებოდა. მათგან ორი ოდესის მიმართულებით, ერთი – ნიკოლაევის.
ცნობისთვის, მანამდე, 11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ზავი რუსულმა მხარემ მალევე დაარღვია.