რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ორი პირი
რუსეთმა ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანა. თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში კომპანია „ნოვა პოშტის“ საწყობი დაზიანდა. ასევე დაზიანდა საწარმო.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი დარტყმიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როდესაც ადგილზე ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობდა, იმავე ტერიტორიაზე რუსეთის ძალებმა კიდევ ორი დარტყმა განახორციელეს.
ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილობრივ მოსახლეობას ფანჯრების დახურვისა და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა, სულ მცირე, ათჯერ შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქს, კერძოდ, ნიკოპოლისა და სინელნიკოვოს რაიონებს. დაზიანდა საწარმო, სუპერმარკეტი, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილი. ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად კი დაზიანდა სავაჭრო ცენტრი.