რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 30 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 537 დრონი, ასევე რვა ბალისტიკური და 37 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს 510 დრონის, ექვსი ბალისტიკური და 32 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება. მათივე ცნობით, ხუთმა რაკეტამ და 24 დრონმა სამიზნეებს მიაღწია შვიდ ლოკაციაზე. 21 ადგილზე დაფიქსირდა დრონების და რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფაქტი.

რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა ერთი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები. რუსეთის სამიზნე ასევე გახდა დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ივანო-ფრანკოვსკის, როვენის, სუმისა და სხვა ოლქები.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთის თავდასხმა კვლავ გრძელდება და უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე დრონი კვლავ აქტიურია. მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.