რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

10:38, 26.07.2026

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით შვიდი ბალისტიკური რაკეტა და 136 დრონი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი რაკეტისა და 104 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

ბალისტიკური რაკეტების ნამსხვრევები კიევში, შევჩენკოს რაიონში 18 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია სამი ადამიანი.

ამასთან, რუსეთმა იერიში მიიტანა კრივოი-როგზე. დარტყმის შედეგად ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი „ეპიცენტრი“.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ღამის განმავლობაში 146 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

მსგავსი