რუსეთმა უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა, პარალელურად, რუსული მედია ღამის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკრაინული დრონების ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
რუსეთმა უკრაინაზე 502 დრონითა და 24 რაკეტით მასირებული იერიში მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინამ 451-ის ჩამოგდება შეძლო. სამი რაკეტისა და 69 უპილოტო აპარატის ფრაგმენტები კი 14 ადგილზე ჩამოვარდა.
ხმელნიცკისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები. კიროვოგრადის ოლქში რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 28 საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
პარალელურად, რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.