რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა

10:49, 29.09.2026

29 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე იერიშები ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე დრონებით მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას „ცირკონი“, „ონიქსი“,  „ისკანდერ-M“ და „S-400“ გამოიყენეს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 152 დრონიდან 109 საჰაერო საშუალება ჩამოაგდეს.

მედია უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები 28 სექტემბრის საღამოს 18:00 საათიდან დაიწყო. უკრაინის მიმართ იერიშები რუსეთის ქალაქებიდან, ორიოლიდან, მილეროვოდან და კურსკიდან მიიტანეს. ამასთან, თავდასხმები მიიტანეს დროებით ოკუპირებული დონეცკიდან და ყირიმიდან.

ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები გამოცხადდა. იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი