რუსეთმა უკრაინას გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა
რუსეთმა უკრაინას გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა

რუსეთმა უკრაინას გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. ალექსანდრ ნოვაკის თქმით, თუ კიევი 2020 წლიდან თავის კანონმდებლობაში ევროპულ სტანდარტებს შეიტანს, მოსკოვი მზად არის სატრანზიტო შესაძლებლობების შენარჩუნებისთვის.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს რუსეთი ევროპელ მომხმარებლებს ბუნებრივ აირს სრული მოცულობით მიაწოდებს, რომელიც კონტრაქტებშია ასახული. ბრიუსელში რუსეთის, უკრაინისა და ევროკომისიის სამმხრივი კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა „ნაფტოგაზს“ და „გაზპრომს“ შორის არსებული სასამართლო დავები.