რუსეთმა სუმის ოლქში სამგზავრო მიკროავტობუსზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ცხრა ადამიანი
რუსეთმა სუმის ოლქში სამგზავრო მიკროავტობუსზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 9 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, რუსეთმა თავდასხმა სუმის ოლქის ქალაქ ბელოპოლიეს მახლობლად, სამგზავრო მიკროავტობუსზე „ლანცეტის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა.
წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია, სულ მცირე, ოთხი პირი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.