რუსეთმა სირიაში ქიმიური თავდასხმის საქმის გამოძიებას ვეტო დაადო
რუსეთმა სირიაში ქიმიური თავდასხმის საქმის გამოძიებას ვეტო დაადო

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში, სირიაში, 2017 წლის აპრილში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის ფაქტის საერთაშორისო გამოძიების მხარდამჭერ რეზოლუციას ვეტო უკვე მეორედ დაადო.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელის ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაერო-ში, ნიკი ჰეილი რუსეთს სამხედრო დანაშაულის დაფარვასა და ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

2017 წლის 4 აპრილს სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, კერძოდ, ზარინი გაუშვეს.

წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ქიმიური თავდასხმა, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიის მთავრობამ განახორციელა. გაერო-ს ინფორმაციით, სირიაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქიმიური იარაღი 30-ჯერ იქნა გამოყენებული. მათგან 20-ზე მეტი შემთხვევის უკან სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი დგას.