რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპრში მდებარე საწარმოზე, ნიკოპოლის რაიონს კი დრონებით თავს დაესხა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 პირი დაშავდა
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპრში მდებარე საწარმოზე, ნიკოპოლის რაიონს კი დრონებით თავს დაესხა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 პირი დაშავდა

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს დნეპრში მდებარე საწარმოს, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელეს ნიკოპოლის რაიონზე. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დარტყმის შედეგად ქალაქში კერძო საწარმო დაზიანდა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამასთან, ნიკოპოლის რაიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი მამაკაცი, დაჭრილია ოთხი. დაზიანდა კერძო სახლები და ავტომობილები.