რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესებაზე კონსულტაციების დაწყების თხოვნით მიმართა
რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესებაზე კონსულტაციების დაწყების თხოვნით მიმართა

რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ თავად ორგანიზაციაში განაცხადეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მარტში ევროკავშირის და რიგი სახელმწიფოების ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფები დააწესა. მიზეზად ოფიციალურმა ვაშინგტონმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება დაასახელა. ცვლილებები ძალაში პირველ ივლისს შევიდა.

ივლისის ბოლოს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა, მაქსიმ ორეშკინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესება რუსეთსაც შეეხო, ამიტომ ოფიციალური მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებდა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში კონსულტაციების დაწყების ფარგლებში მხარეებმა არსებული პრობლემა 60 დღის განმავლობაში უნდა მოაგვარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს ორგანიზაციის არბიტრების პანელის მოწვევის უფლება ექნება, რის შემდეგაც მხარეებს შორის დავას ისინი განიხილავენ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების თხოვნით რიგმა სახელმწიფოებმა უკვე მიმართეს.