რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული, 20 მოქალაქე კი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის გაზრდა, რადგან სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – საცხოვრებელი კორპუსები, სახლები, ავტომობილები, მეტროსადგურის ლიანდაგები. კიევის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამასთან, უკრაინის ქალაქ ლუცკზე მიტანილი იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

ლუცკის მერმა, იგორ პოლიშჩუკმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს რუსეთმა 15 დრონი და ექვსი რაკეტა გამოიყენა.