რუსეთმა ხარკოვის ტელეანძაზე დარტყმა მიიტანა, რის შედეგადაც ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა
რუსეთმა ხარკოვის ტელეანძაზე დარტყმა მიიტანა, რის შედეგადაც ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა

რუსეთმა დარტყმა მიიტანა ხარკოვის ტელეანძაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად ანძის თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან თავშესაფარში იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, ხარკოვში შეფერხებულია ციფრული ტელევიზიის სიგნალი.

ხარკოვის ტელეანძის სიმაღლე 240 მეტრი იყო. ის ექსპლუატაციაში 1981 წელს შევიდა.