რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა დარტყმები
რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა დარტყმები

რუსეთმა ღამით უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა დარტყმები. ერთ-ერთ ობიექტზე დაშავებულია ერთი თანამშრომელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქების ენერგოობიექტებზე.

ამასთან, უკრაინულ ენერგოკომპანია DTEK-ში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთმა სერიოზულად დააზიანა ოთხი თბოელექტროსადგურის აღჭურვილობა. არიან დაშავებული სამოქალაქო პირები.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 34 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც საჰაერო თავდაცვამ 21 ჩამოაგდო.