რუსეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მარიუპოლიდან და სევეროდონეცკიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია დაუშვა
რუსეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მარიუპოლიდან და სევეროდონეცკიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია დაუშვა

რუსეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მარიუპოლიდან და სევეროდონეცკიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია დაუშვა.

მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, დღეს, დიდი ხნის განმავლობაში პირველად ქალაქი 500-ზე მეტი მანქანისგან შემდგარმა საევაკუაციო კოლონამ დატოვა, რომლებიც რუსების მხრიდან ნებართვას სამი დღის განმავლობაში ელოდნენ.

„მანქანების უზარმაზარი კოლონა მარიუპოლის მცხოვრებლებით (500-დან 1000 მანქანამდე), რომლებიც სამ დღეზე მეტ ხანს ელოდნენ ნებართვას, საბოლოოდ გაუშვეს ზაპოროჟიესკენ. როგორც იქნა, ჩვენს ახლობელ მარიპოლელებს სახლში ველოდებით“, – განაცხადა პიოტრ ანდრუშენკომ.

ამავდროულად, ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ დიდი ხნის მანძილზე პირველად, ევაკუაცია სევეროდონეცკიდანაც განხორციელდა.

„დიდი ხნის მანძილზე სევეროდონეცკიდან ევაკუაცია უკიდურესად სახიფათო იყო. საბოლოოდ ეს მოხერხდა. ქალაქის 17 მცხოვრები უკვე უსაფრთხოდ არის. მათ შორის სამი ბავშვია“, – განაცხადა გაიდაიმ.