რუსეთმა და ბელარუსმა რეგიონული უსაფრთხოების პროტოკოლის შესწორებულ ვარიანტს მოაწერეს ხელი
რუსეთმა და ბელარუსმა რეგიონული უსაფრთხოების პროტოკოლის შესწორებულ ვარიანტს მოაწერეს ხელი

რუსეთმა და ბელარუსმა რეგიონული უსაფრთხოების პროტოკოლის შესწორებულ ვარიანტს მოაწერეს ხელი. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბელარუსში ჩავიდა. მხარეებმა ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

რუსეთი და ბელარუსი ფორმალურად „საკავშირო სახელმწიფოს“ შემადგენლობაში არიან და მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით.

„თუ უნდათ ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელ, ან თუნდაც პოლონელ, ან რომელიმე დაქირავებულ მებრძოლამდე, ეს მათი საქმეა. ეს მათი უფლებაა. ამ დროისთვის არც მე და არც ჩვენი სპეციალური ძალები ვერ ვხედავთ, რომ ისინი მზად იყვნენ რაიმე სერიოზული მოლაპარაკებისთვის ან მზადყოფნა აქვთ ილაპარაკონ, ნორმალური ხალხის მსგავსად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გააგრძელონ ომი. ამ შემთხვევაში სპეცოპერაცია არ დასრულდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.