რუსეთმა ჩერნომორსკის პორტსა და შავ ზღვაში მდებარე ორ გემზე იერიში მიიტანა

20:47, 02.09.2026

რუსეთმა ჩერნომორსკის პორტსა და შავ ზღვაში მდებარე გემებზე იერიში მიიტანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სატვირთო გემებს უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები კიევის რეგიონში მდებარე სამ ლოჯისტიკურ ცენტრზეც განახორციელეს.

ამასთან, თავდასხმის ობიექტი იყო ოდესის რეგიონის სამხრეთით მდებარე პორტის ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ თავდასხმებზე უკრაინელ მაღალჩინოსნებს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. უცნობია დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა.

მსგავსი