ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ, რუსეთმა ოქროს მედალი დაკარგა მძლეოსნობაში, კერძოდ, მამაკაცებს შორის სიმაღლეზე ხტომაში. დისკვალიფიკაცია მიიღო აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ივან უხოვმა.
მისთვის პირველი ადგილის ჩამორთმევის შემდეგ, ამ დისციპლინაში 2012 წლის ოქრო გადაეცემა ამერიკელ ერიკ კინარდს, რომელმაც მაშინ მეორე ადგილი დაიკავა. ვერცხლს სამი სპორტსმენი მიიღებს – მუთაზ ესა ბარშიმი (ყატარი), დერეკ დრუენი (კანადა) და რობერტ გრაბარზი (ინგლისი).
იგივე მიზეზით დაისაჯა ქალებს შორის სიმაღლეზე მხტომელი, რუსი სვეტლანა შკოლინა. მას ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი, რომელიც ესპანელ რუთ ბეიტიას გადაეცემა. ასევე, შკოლინა აღარ არის მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი.
ამ მომენტისთვის, 2012 წლის ოლიმპიადის დოპინგ-სინჯების გადამოწმების შედეგად, რუსეთს ჩამოართვეს 14 მედალი – ხუთი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.