რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ისაუბრეს

15:52, 25.08.2025

ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც ასევე განიხილეს ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა.

მათივე ცნობით, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, გამართონ ორმხრივი შეხვედრა ჩინეთში დაგეგმილი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.

მსგავსი