რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ორი ქვეყნის ინტეგრაციის სამოქმედო პროგრამას დეკემბერში მოაწერენ ხელს
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ორი ქვეყნის ინტეგრაციის სამოქმედო პროგრამას დეკემბერში მოაწერენ ხელს

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ორი ქვეყნის ინტეგრაციის სამოქმედო პროგრამას დეკემბერში მოაწერენ ხელს. როგორც ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ბელარუსის ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი კრუტოიმ განაცხადა.

„პრეზიდენტებმა ხელი უნდა მოაწერონ პროგრამას და საგზაო რუკების პაკეტს, ასევე შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენთვის სენსიტიურ საკითხებს წყვეტს. უპირველეს ყოვლისა, გაზთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ხელმოწერის ცერემონია 8 დეკემბერს იგეგმება.

კრუტოის განცხადებით, საგზაო რუკების დამტკიცების შემდეგ, 2020 წლიდან დაიწყება ნორმატიულ აქტებზე მუშაობა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის სადავო საკითხები რჩება.