რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაბლოკვას ვიქტორ ორბანმა „პრინციპული საკითხი“ უწოდა - ფინანსური დახმარება თუ გინდათ, ნუ დააწესებთ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაბლოკვას ვიქტორ ორბანმა „პრინციპული საკითხი“ უწოდა - ფინანსური დახმარება თუ გინდათ, ნუ დააწესებთ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ

ფინანსური დახმარება თუ გინდათ, ნუ დააწესებთ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ, – ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

უნგრეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტისა და ევროპის მშვიდობის ფონდისგან გადასაცემი სამხედრო დახმარების დაბლოკვას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა „პრინციპული საკითხი“ უწოდა და მხარი დაუჭირა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს პოზიციას.

„საგარეო საქმეთა მინისტრი მართალი იყო. არ შეიძლება, ორივე ერთდროულად გქონდეს. ფული თუ გინდა, იყავი კეთილგანწყობილი, პატივი გვეცი ჩვენ და ნუ დააწესებ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ. სულ ეს არის“, – განაცხადა ორბანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ უნგრული ბანკის, „ოთიფის“ (OTP) „ომის სპონსორთა“ სიაში შეყვანის შემდეგ უნგრეთმა უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან გადასაცემი 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დაბლოკა.