რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა რადიკალი ისლამისტები დააკავა
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა რადიკალი ისლამისტები დააკავა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა რადიკალი ისლამისტები დააკავა, რომლებიც მთავრობის დამხობას ამზადებდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ძალოვანმა სტრუქტურებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირ ალ-ისლამის“ ცხრა წევრი დააკავა.

რუსულმა სპეცსამსახურებმა ოპერაცია ერთდროულად ჩაატარეს მოსკოვში, თათრეთის რესპუბლიკაში და ტიუმენის ოლქში.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაჯგუფების წევრებმა რუსეთის რეგიონებში დახურული ტერორისტული ქსელები შექმნეს, მოაგვარეს უკანონო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები, მოსახლეობას შორის გაავრცელეს ტერორისტული იდეოლოგია და გადაიბირეს ადგილობრივი მუსლიმები.

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სტრუქტურის წევრების არაკონსტიტუციური საქმიანობა „მსოფლიო სახალიფოს“ შექმნის დოქტრინას ეფუძნებოდა და მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას და მოქმედი ხელისუფლების ძალადობრივი გზებით დამხობას. „ჰიზბ უტ-ტაჰრირ ალ-ისლამი“, იგივე „ისლამური გათავისუფლების პარტია“, 1953 წელს პალესტინაში შეიქმნა და მისი მიზანი ისლამური სახალიფოს აღდგენაა.