რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეკატერინბურგში ტერაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ოთხი მოზარდი
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეკატერინბურგში ტერაქტი აღკვეთეს.
დაკავებულია ოთხი მოზარდი, რომლებიც, უწყების მტკიცებით, ბომბის აფეთქებას ხალხმრავალ ადგილას გეგმავდნენ.
„ეფესბეში“ ამბობენ, რომ ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის კომპონენტები. დაკავებულები რუსეთის 2007 და 2008 წლებში დაბადებული მოქალაქეები არიან.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ორ მათგანს ბრალი წაუყენეს ტერორისტული აქტის მომზადებაში, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო ფლობაში. ამასთან, გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების საქმესთან. შემთხვევა 2024 წლის 22 ნოემბერს მოხდა.