რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეები 5 მაისს სტამბოლში „მარცვლეულის შეთანხმებას“ განიხილავენ
რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეები „მარცვლეულის შეთანხმების“ განსახილველად 5 მაისს სტამბოლში შეიკრიბებიან, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა.
როგორც თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, მხარეები დადებითად არიან განწყობილი მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივების მიმართ.
„მარცვლეულის შეთანხმება“ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს. შეთანხმება თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გასული წლის ივლისში გაფორმდა. 19 მარტს მხარეები მისი 60 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.