რუსეთის ტიუმენის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით შეტევა განხორციელდა, საწარმო უკრაინის საზღვრიდან 2 200 კილომეტრში მდებარეობს
ტიუმენის ოლქში მდებარე ქარხანას უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტია. ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ მოორმა დაადასტურა.
გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რომელ საწარმოზეა საუბარი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინულ ტელეგრამარხებში ვრცელდება ცნობა, რომ იერიში მიიტანეს ნავთობქიმიურ კომპლექს „ზაპსიბნეფტეხიმზე“, რომელიც ჰოლდინგ „სიბურს“ ეკუთვნის.
ერთ-ერთ ვიდეოში თვითმხილველები ამბობენ, რომ დარტყმის სამიზნე გახდა „სიბურ ტობოლსკის“ ცენტრალური დანადგარი.
ცნობისთვის, უკრაინის საზღვრიდან ტობოლსკამდე მანძილი 2 200 კილომეტრზე მეტია.
თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ქალაქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შესახებ.