რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს ინფორმაციას.
იერიშების შედეგად ოლქში მდებარე რამდენიმე სოფელში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.
ამასთან, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო კიევში საჰაერო განგაში საღამოს უკვე მეორედ გამოცხადდა.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნეები კურსკის ოლქიდან სუმისა და პოლტავის ოლქების მიმართულებით დააფიქსირეს.