რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთის სადესანტო ძალების მონაწილეობით, ყირიმში სამხედრო წვრთნები იგეგმება
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთის სადესანტო ძალების მონაწილეობით, ყირიმში სამხედრო წვრთნები იგეგმება

ყირიმში რუსეთის სადესანტო ძალების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნების ჩატარება იგეგმება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, „ოპუკის“ პოლიგონზე 23-24 დეკემბერს ჩატარდება ტაქტიკური სწავლება ნოვოროსიისკის გვარდიის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფების მონაწილეობით.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში 1 200-ზე მეტი მედესანტე და 250 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფები პირობით მტრის წინააღმდეგ სადაზვერვო მოქმედებებს განახორციელებენ.

გარდა ამისა, მობილური ჯგუფების მიერ შემუშავებული იქნება უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის მოქმედებები, ხოლო ახალი ტიპის საჰაერო-სადესანტო ძალები სადესანტო ოპერაციებს განახორციელებენ ვერტმფრენების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ წვრთნები დაგეგმილია უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მასშტაბური კონცენტრაციისა და უკრაინაზე თავდასხმის შესაძლო დაგეგმვის გამო აშშ-ის, ნატო-ს და სხვა ქვეყნების განცხადებების, შეშფოთების ფონზე.