რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 172 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის ორი მოსკოვისკენ მიფრინავდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 172 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის ორი მოსკოვისკენ მიფრინავდა.
„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 172 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს: 110 ბრიანსკის ოლქში, 20 ბელგოროდის ოლქში, 14 კალუგის ოლქში, 12 ტულის ოლქში, 6 ორიოლის ოლქში, 4 მოსკოვის ოლქში, მათ შორის ორი მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე, 3 ლიპეცკის ოლქში და თითო-თითო ვოლგოგრადის, კურსკისა და სმოლენსკის ოლქებში“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ტულის ოლქის გუბერნატორმა, დიმიტრი მილაევმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული უკრაინული დრონის ნამსხვრევებმა ტულის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გამოიწვია.
ამასთან, „როსავიაციამ“ ვნუკოვოს აეროპორტიდან ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. როგორც „როსავიაციაში” განმარტავენ აღნიშნული ზომები უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.