რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთმა ქვეყნის ექვს რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო
რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთმა ქვეყნის ექვს რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ექვს რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს.

თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სცადა, თუმცა რუსმა სამხედროებმა ეს თავდასხმა მოიგერიეს.

„დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 03:30 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის რუზსკის რაიონში ჩამოაგდეს,“ – აცხადებენ უწყებაში.

როგორც რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, თავდასხმის შედეგად შეფერხდა სამოქალაქო ავიაცია და დაზიანდა რუსული სამხედრო თვითმფრინავები.