რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვისა და კალუგას რეგიონებში ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვისა და კალუგას რეგიონებში ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს მოსკოვისა და კალუგის ოლქებში.