რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე მასობრივი დარტყმები გაიზრდება

14:35, 04.10.2026

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე სამხედრო დარტყმებს გააძლიერებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება სამინისტრომ მას შემდეგ გააკეთა, რაც 3 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის  სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე თავდასხმებს გაზრდის.

„ამ მუქარის საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე მასობრივ დარტყმებს გაზრდის, კერძოდ, კიევის რეჟიმის ლიდერის ქმედებების საპასუხოდ.უკრაინელმა ხალხმა ამაში მხოლოდ კიევის რეჟიმის მეთაური უნდა დაადანაშაულოს. ზელენსკის სრული პირადი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ცნობისთვის, ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების დატოვებისკენ მიმართული ახალი საჰაერო დარტყმების საპასუხოდ უკრაინა გააორმაგებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმას. მისი თქმით, იერიშების სამიზნე  მშვიდობიანი მოსახლეობა არ იქნება.

მსგავსი