რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარების გადაჯგუფება „დონბასის გათავისუფლების ოპერაციის“ დასრულებისთვის არის საჭირო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარების გადაჯგუფება „დონბასის გათავისუფლების ოპერაციის“ დასრულებისთვის არის საჭირო

კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით რუსული ჯარების გადაჯგუფება საჭიროა დონბასის გათავისუფლების ოპერაციის დასრულების მიზნით მოქმედებების გასააქტიურებლად, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, სპეცოპერაციის პირველ ეტაპზე დაიგეგმა, რომ მომხდარიყო მოწინააღმდეგის იძულება, მოეხდინა ძალების, საშუალებების, რესურსებისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრირება ამ მიმართულებით დიდი დასახლებების, მათ შორის კიევის შესანარჩუნებლად.

„იყო გეგმა ბრძოლის ველზე მათი შებოჭვის და ამ ქალაქების შტურმის გარეშე, მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, ისეთი დამარცხების მიყენება კიევის რეჟიმის შეიარაღებულ ფორმირებებისთვის, რაც მას არ მისცემდა საშუალებას, გამოეყენებინა ეს ძალები ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედების ძირითად ხაზზე – დონბასში. ყველა ეს მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა.