რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელგოროდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული 12 რაკეტა გაანადგურეს

12:53, 03.01.2024

ბელგოროდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული 12 რაკეტა გაანადგურეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რაკეტები ბელგოროდის რეგიონის თავზე განადგურდა.

„დღეს, დილით, 3 იანვარს კიევს ჰქონდა მორიგი მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. რაკეტები განადგურდა ბელგოროდის რეგიონის თავზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი