რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინამ რუსეთის რეგიონებზე 49 უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელა თავდასხმა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინამ რუსეთის რეგიონებზე 49 უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელა თავდასხმა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა რუსეთის ცხრა რეგიონზე განხორციელდა და ყველა დრონის განეიტრალება მოხდა.
16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ვორონეჟის ოლქში, 14 – ბელგოროდის ოლქში, ექვსი კი – კურსკსა და სამარაში.