რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროები სრულად აკონტროლებენ ავდეევკას და 8,6 კილომეტრით წაიწიეს წინ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროები სრულად აკონტროლებენ ავდეევკას და 8,6 კილომეტრით წაიწიეს წინ

რუსი სამხედროები სრულად აკონტროლებენ ავდეევკას და 8,6 კილომეტრით წაიწიეს წინ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსი სამხედროების მიერ დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიის საერთო ფართობს 31,75 კვადრატულ კილომეტრად აფასებს.

რუსეთმა ავდეევკის დაპყრობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ეს ქალაქი დატოვეს და შემოგარენში ახალ პოზიციებზე გადაინაცვლეს. რუსული მხარე კვლავაც ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების ნაწილი ქიმიური ქარხნის ტერიტორიას აფარებს თავს.

17 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ავდეევკა, რათა თავიდან აეცილებინათ რუსების ალყა.