რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 70 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 70 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, ვოლგოგრადის, ასტრახანის, ვორონეჟის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში 70 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, 25 – ვოლგოგრადის ოლქში, შვიდი – ასტრახანის ოლქში, ხუთი – ვორონეჟში, ოთხი – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და ორიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.

ამასთან, „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვოლგოგრადის, ასტრახანის, ყაზანის, ულიანოვსკის, ნიჟნეკამსკის და სარატოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები იყო დაწესებული. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.