რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს სხვადასხვა რეგიონში 216 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 216 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი, 66 დრონი კრასნოდარის მხარეში, 59 შავი ზღვის თავზე, 45 სარატოვის ოლქში და 19 ოკუპირებულ ყირიმში ჩამოაგდეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნოვოროსიისკში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის საწყობი და სანაპირო ობიექტები დაზიანდა.
ამასთან, სარატოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, დრონების თავდასხმებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, ხოლო ვოლგოგრადის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ღამით განხორციელებული დრონების თავდასხმა მოიგერიეს.