რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ივანოვკასა და ნეტაილოვეზე კონტროლი მოიპოვეს, უკრაინის გენშტაბში კი აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა ივანოვკის სიახლოვეს შვიდი თავდასხმა მოიგერიეს

12:06, 28.05.2024

რუსულმა ძალებმა უკრაინის ორ დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

საუბარია ხარკოვის რეგიონის დასახლება ივანოვკასა და დონეცკის ოლქის ნეტაილოვეზე.

უკრაინის გენშტაბში კი აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა კუპიანსკის აღმოსავლეთით, ივანოვკის სიახლოვეს შვიდი თავდასხმა მოიგერიეს.

მსგავსი