რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებით 251 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებით 251 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებით 251 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მათ შორის – 40 ყირიმის რესპუბლიკის თავზე, 34 კურსკის, 30 ბელგოროდის, 20 ნიჟნი ნოვგოროდის, 17 ვორონეჟის, 11 კრასნოდარის, რვა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის და ტულის ოლქებზე. ოთხი ჩამოაგდეს რიაზანის ოლქზე, ორი უპილოტო საფრენი აპარატი ვლადიმირის, ივანოვოს, კალუგის, ტამბოვის და ორიოლის ოლქებზე, თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი ლიპეცკისა და მოსკოვის ოლქებში, ასევე 62 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა შავი ზღვის თავზე და 5 აზოვის ზღვაზე.

როგორც ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შემდეგ ბელგოროდის ოლქის 24 დასახლებაში დაახლოებით, 5400 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.