რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა

ღამით უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ტელეგრამის“ არხის ცნობით, რუსულმა გემებმა გაანადგურეს უკრაინის საზღვაო ძალების ორი უპილოტო ნავი, რომლებიც ცდილობდნენ თავდასხმას ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე.

„ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე ორი საზღვაო უპილოტო ნავით  შეტევა სცადეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნოვოროსიისკის პორტმა დროებით აკრძალა გემების მოძრაობა.